კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს HR სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ!
მდებარეობა: თბილისი (ბელიაშვილის 145)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა პირადი საქმის ფორმირება;
** HR დოკუმენტაციის მართვა;
** თვის ჭრილში განახლებული ხელშეკრულებების სტატისტიკის მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის მომზადება თვიური, კვარტლური, წლიური;
** ვაკანსიის ტექსტის მომზადება & განთავსება;
** შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევა;
** პირველადი გასაუბრების ჩატარება;
** ყოველთვიური რეპორტინგი&პრეზენტაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
HR სპეციალისტი
02 ნოემბერი -
20 ნოემბერი