HR სპეციალისტი

12 აპრილი - 25 აპრილი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

შემოუერთდი "მადარტის" გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე HR სპეციალისტის პოზიციაზე!

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეკრუტინგის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში კონტენტის მომზადება, განთავსება;
** შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე მოწვევა;
** საჭიროების შემთხვევაში ტესტირების ორგანიზება/ჩატარება;
** HR არქივის ფორმირებაში მონაწილეობა;
** საჭიროებიდან გამომდინარე ტრენინგების დაგეგმა, განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა;
** HR დეპარტამენტის სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; 
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე. 

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!