ქოლ-ცენტრის ოპერატორი

27 მარტი - 27 აპრილი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** ელ. ფოსტისა, Facebook-ისა და ჩეთის საშუალებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** სტანდარტებისა და "გაიდლაინების" შესაბამისი, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან;
** მომხმარებლების რეგისტრაცია და ბაზების სრულყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გამოკითხვა კვლევის კითხვარის შესაბამისად;
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** MS OFFICE კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** სრულყოფილი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 27 აპრილის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ან LinkedIn - ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე vacancy@mbc.com.ge