ბუღალტერი

09 აპრილი - 09 მაისი

"MCI Group" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის სტრატეგიული და ოპერაციული ფინანსური დაგეგმვა. წლიური, ყოველთვიური წერილობითი რეპორტინგი დირექტორთან;
** ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, მოგება-ზარალი, ბალანსი
** ბიუჯეტირება, აღსრულება; დაგეგმილის და ფაქტობრივის შედარება, ანალიზი
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანების მართვა
** დროული და სწორი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება  საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სისტემატიურად;
** კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საბუღალტრო სტანდარტებით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** გატარებების წარმოება  საბუღალტრო პროგრამაში სისტემატურად;
** საგადასახადო დეკლარაციების დროულად მომზადება და წარდგენა;
** პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის (ქვითრები, ჩგდ-ები, ინვოისები, ზედნადებები, ფაქტურები, ხელშეკრულებები და ა.შ.) წარმოება, კონტროლი  და დაარქივება; შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვნა პარტნიორი კომპანიებისგან
** საგადასახადო ანგარიშგებების წარმოება სახელმწიფოს მიერ დადგენილი პერიოდულობით;
** საგადასახადო კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი და ცვლილებების ოპერატიული გაცნობა;
** სალაროს წარმოება
** ამზადებს ხაზინაში წარსადგენ ვალდებულებებს, საგადასახადო მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მათ წარდგენას; უზრუნველყოფს სახელფასო უწყისის მომზადებას და ხელფასების გადარიცხვას.

მოთხოვნები:  

** ბიზნესის ადმინისტრაციის ბაკალავრი/მაგისტრი ფინანსებში, 
** გამოცდილება ფინანსებსა და ბუღალტერიაში. 
** უნარები: ანალიტიკური, კონტროლის, კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, მენეჯერული უნარები. 
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა.

სახელფასო: 1000 ლარი ხელზე.

CV გამოგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: g.chavchavadze@mci.ge