სერვისის მენეჯერი

13 ივნისი - 13 ივლისი

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის თანამდებობაზე.

სერვისის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კაფე-სანაყინეების ქსელის გამართული და უწყვეტი ოპერირების უზრუნველყოფა
** მაღაზიის მენეჯერებისა და სერვისის პერსონალის ეფექტური მართვა
** მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნების გაანალიზება და მათზე მუშაობა, რათა მაქსიმალურად ღირებული გახადოს ის მომხმარებლისა და ბიზნესისათვის
** სამუშაო განრიგების განაწილება და შესრულებაზე კონტროლი
** მენიუში აღრიცხული პროდუქციის გაყიდვების თვალყურის დევნება, გაყიდვების სისტემის საშუალებით. დაუყოვნებლივ შეტყობინება ზემდგომი მენეჯერებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ
** უსაფრთხოდ მუშაობისა და სურსათის უვნებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის პოლიტიკისა და პროცედურების მიხედვით
** ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად
** ტრეინინგების ჩატარება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად
** ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის ნებისმიერი დისციპლინარული დარღვევის შეტყობინება.
** ყოველდღიური გაყიდვების და შემოსავლების მონიტორინგი, კაფე-სანაყინეებში მზა და შესაფუთი მასალების ნაშთების კონტროლი
** სერვისის თანამშრომელთა შეფასება კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით
** ხარჯების ბიუჯეტირება სერვისის დეპარტამენტის ფარგლებში
** სახელფასო სისტემის მართვა-მონიტორინგი, წახალისების სისტემის შემუშავება
** მჭიდრო შიდა და გარე სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი შენარჩუნება და ლუკა პოლარეს ინტერესებისა და ღირებულებების ხელშეწყობა 
** სიმშვიდის შენარჩუნება მაღალი მოცულობის სამუშაოს შესრულების დროს
** მომსახურების მუდმივად გაუმჯობესება და ზრუნვა გაუმჯობესებული მომსახურების დანერგვაზე მომავალ საქმიანობაში
** თითოეული წვრილმანის განხილვა კაფე-სანაყინეების მენეჯერებთან და სერვისის თანამშრომლებთან, ასევე მათი გუნდური მუშაობის აქტიურად წახალისება და მხარდაჭერა
** დროის ეფექტური მენეჯმენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** სერვის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.