კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს. "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას სერვისის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.
სამუშაო პირობები:
** სერვისის ასისტენტები იმუშავებენ "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეებში და ურთიერთობა ექნებათ მომხმარებლებთან.
** ასისტენტები იმუშავებენ დილის ან საღამოს ცვლებში, მენეჯერთან შეთანხმებით.
** შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მოქნილი გრაფიკით მუშაობა.
** გვიან მუშაობის შემთხვევაში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
სერვისის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:
** კაფე- სანაყინის გაღება-დაკეტვა,
** კაფე-სანაყინის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება.
** პროდუქტების მიღება-ჩაბარება და ვიტრინაში განთავსება.
** გაყიდვების პროგრამასთან, სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა.
** გვიან ღამით ან ადრე დილით მუშაობა განრიგის მიხედვით.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** ენერგიული და შრომისმოყვარე.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, მეგობრული.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ მისამართზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ხუთ დღიანი ტრენინგი.
სერვისის ასისტენტი
11 თებერვალი -
11 მარტი