კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კაფე-სანაყინიდან დაბრუნებული პროდუქტის მიბარება სტანდარტის მიხედვით;
** კაფე-სანაყინეებისა და წარმოების შეკვეთების მომზადება;
** შეძენილი პროდუქციის დროულად დაბინავება;
** ჩამოწერის პროცედურისათვის პროდუქტების აღწერა;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ყოველკვირეული აღწერის წარმოება და მონაცემების ბაზაში ასახვა;
** მიღებული ნედლეულის ელ. ზედნადებების ამობეჭდვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან (RS.ge), ხელმოწერა და უშუალო მენეჯერისათვის მიწოდება;
** შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შიდა გადაზიდვების ზედნადების შექმნა, კორექტირება და გააქტიურება;
** ფიზიკური სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული და დაუზარელი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
საწყობის თანამშრომელი
19 ივნისი -
12 ივლისი