ლოჯისტიკისა და საწყობის მენეჯერი

27 სექტემბერი - 27 ოქტომბერი
"ლუკა პოლარე" არის კაფე-სანაყინეების ქსელი, რომელიც 11 წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის მუშაობის კოორდინირება და საჭიროების შემთხვევაში მუშაობის პროცესში ჩართვა;
** განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა, ტვირთის დროული მიღების უზრუნველყოფა;
** ლოჯისტიკასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
** პერიოდული საწყობის ინვენტარიზაციის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშგება;
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და ფინანსური განყოფილებისათვის მიწოდება;
** საწყობში პროდუქციის მარაგების მართვა და აღწერების წარმოება.
** საწყობის, ლოჯისტიკისა და შესყიდვებთან დაკავშირებული წარმოქმნილი სხვადასხვა ტიპის პრობლემების გაანალიზება და ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძებნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, Power Point) მაღალ დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პრობლემური საკითხების ოპტიმალურად და გონივრულ ვადაში გადაჭრის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.