კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს. "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას დაცვა-მძღოლის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.
დაცვა-მძღოლის ფუნქცია-მოვალეობები:
** კაფე-სანაყინეში წესრიგის დაცვა.
** კაფე-სანაყინის დაკეტვისას მაღაზიის კონსულტანტების დახმარება.
** სტუმრებთან თავაზიანად საუბარი.
** საჭიროებისამებრ სხვა ფილიალში ან ოფისში მუშაობა.
** ცვლის დამთავრებისას თანამშრომლების სახლში ტრანსპორტირება საკუთარი მანქანით.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საკუთარი გამართული მანქანის ყოლა.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი.
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული.
** ენერგიული და კომუნიკაბელური.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
დაცვა-მძღოლი
30 აგვისტო -
09 სექტემბერი