გაყიდვების მენეჯერი/სტაჟიორი

21 მარტი - 21 აპრილი

სატრანსპორტო კომპანია "ლინქ ლოჯისთიქ" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

3 თვიანი პროგრამა ითვალისწინებს კანდიდატების მომზადებას თეორიულად და პრაქტიკულად გაყიდვებში შემდგომი დასაქმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** გადაზიდვებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება, კომპანიის მომსახურების მათთვის გაცნობა, მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა
** ანგარიშის მომზადება (კვირის, თვის კვარტალური, წლის)

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 19-30 წლამდე;
** უმაღლესი განათლების ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ლოგისტიკის განხრით)
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა(სასურველია თურქულის სასაუბრო დონეზე ფლობა)

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალობა, და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემების აღმოჩენის და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

შენიშვნა: სტაჟირების პერიოდი არ არის ანაზღაურებადი. სტაჟირების დასრულების შემდეგ, ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი. 
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე: info@linklogistic.ge