ტექნოლოგიური პროექტების მენეჯერი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგიური პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** პროექტების მსვლელობის/თაიმლაინის კონტროლი;
** სხვა ბიზნეს-დაკავშირებულ განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაციის მართვა;
** ვენდორებთან ურთიერთობა, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი;
** ბიზნეს დავალების მომზადება როგორც IT-სთვის, ასევე სხვა ბიზნეს-დაკავშირებული სტრუქტურული დანაყოფისთვის;
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური ანალიზი;
** საერთაშორისო ბაზარზე ტექნოლოგიური პრაქტიკის და სიახლეების მუდმივი კვლევა და ანალიზი; რეკომენდაციების გაწევა სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე/ფინანსურ სფეროში მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების, ინგლისური და რუსულის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel -ის და Power Point-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა);
** კარგი წერითი უნარი (როგორც ბიზნეს მიმოწერის, ასევე პრეზენტაციების);
** ფინანსური ტექნოლოგიების ზედმიწევნით ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმისადმი კრეატიული და მოტივირებული მიდგომა.

ანაზღაურება განისაზღვვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ადგილმდებარეობის/ფილიალის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე https://www.libertybank.ge/ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.