საგანვადებო დაკრედიტების ოფიცერი - ქუთაისი, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო

18 მაისი - 18 ივნისი

"ლიბერთი ბანკი", საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ საგანვადებო დაკრედიტების ოფიცერის პოზიციაზე სხვადასხვა რაიონში: ქუთაისი, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არ არის აუცილებელი კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარჩვევები (MS Word, MS Excel)

ძირითადი მოვალეობები: 

** ლიბერთი ბანკის სხვა და სხვა პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბანკის პოტენციურ და არსებული კლიენტებზე საგანვადებო მომსახურების გაწევა;
** განვადების პროგრამაში განაცხადის შევსება და საკრედიტო რისკების ჯგუფთან გადაგზავნა;
განვადების გაცემა; 
** ჯვარედინი პროდუქტების შეთავაზება ბანკის პოტენციურ და არსებული კლიენტებისთვის.

პიროვნული უნარები:

** კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** კომუნიკაბელურობა
** დარწმუნების უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** სისხარტე;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განრიგი;
** ანაზღაურება - ფიქსირებული;
** ბონუსი - თითოეული გაყიდული განვადებიდან;
** განვადების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 10 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდება დასაქმებული კანდიდატების კარიერული წინსვლა;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.