Online Chat-ის კონსულტანტი

17 ივლისი - 17 აგვისტო

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ online chat-ის კონსულტანტის პოზიციაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; 
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

ფუნქციები:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე არსებული და პოტენციური მომხმარებლისათვის ინფორმაციის წერილობითი სახით მიწოდება და კვალიფიციური კონსულტაცია;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა; 

პიროვნული უნარები:

** ბანკისადმი ლოიალურობა;
** გამართულად წერის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** კარგი გადმოცემის უნარი; 
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი.

ძირითადი სამუშო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ.N14 (ყოფილი ჯიქიას ქ.) ლიბერთი ბანკის ქოლ ცენტრი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 22 ივლისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.