კომპენსაციებისა და ბენეფიტების მართვის სპეციალისტი

27 ნოემბერი - 10 დეკემბერი

"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და ბენეფიტების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კარიერული განვითარების პროგრამის შემუშავება;
** მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნა და მისი ეფექტურობის მონიტორინგი;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი კომპენსაციების და ბონუსების პოლიტიკების შემუშავება/დანერგვა;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** სახელფასო სისტემის შემუშავება და მისი ეფექტურობის ანალიზი;
** შრომის ბაზრის პერიოდული ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფინანსურ სექტორში);
** აუცილებელია რელევანტური კანონმდებლობის ცოდნა (საქართველოს შრომის კოდექსი, კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ და სხვა);
** რუსული და ინგლისურ ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებული.
** როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge/ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.