გაყიდვების მენეჯერი

28 მარტი - 28 აპრილი

"ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: კახეთის რეგიონი.

თელავი
ლაგოდეხი
ახმეტა
დედოფლისწყარო
გურჯაანი
საგარეჯო
ყვარელი
სიღნაღი
წნორი
თიანეთი


ძირითადი მოვალეობები: 

** ახალი კლიენტების მოზიდვა; 
** ლიბერთი ბანკის ფილიალებში პოტენციური კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** ყოველთვიური - ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება /დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.
** უცხო ენების ინგლისური, რუსულის ცოდნა; 

პიროვნული უნარები:

**კომუნიკაბელური; 
** მოტივირებული;
** მიზანდასახული;
** ენერგიული;
** მოწესრიგებული; 
** დარწმუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანზე ორიენტირებული; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 28 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი/რაიონი , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.