არქიტექტორი

07 ნოემბერი - 07 დეკემბერი

ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორად სამშენებლო/სარემონტო სფეროში;
** საოფისე პროგრამების autocad/archicad მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (მნიშვნელოვანია Excel-ის კარგად ცოდნა);
** გამოსაცდელი პერიოდი მოიცავს 3 თვეს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალების და სათავო ოფისის რემონტების არქიტექტურულ/დიზაინერული პროექტის მომზადება;
** ვენტილაცია, გათბობა, კონდიცირება, სანტექნიკის პროექტის მომზადება (ტიპიური პროექტის შესაბამისად);
** ჩასატარებელი სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების სრული/ზუსტი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** რემონტის პერიოდში სხვადასხვა კონტრაქტორების მიერ შესასრულებელი საქმის ორგანიზება/კოორდინაცია/კონტროლი (ქსელი, უსაფრთხოება, სარეკლამო აბრა, ავეჯი, რეკლამები, ჟალუზები, გარე კომუნიკაციები თუ სხვა);
** რემონტის ზედამხედველობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტის ჩაბარება ბანკის მიერ დაწესებული პროცედურის მიხედვით;
** დასრულებული რემონტის შემდეგ ფილიალის გახსნის პროცედურის კონტროლი.

სავალდებულოა CV-ში მიუთითოთ:

** გავლილი გაქვთ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური;
** გაქვთ თუ არა მართვის მოწმობა (კატეგორია).

დამატებითი მოთხოვნა: შესრულებული პროექტების წარდგენა.

სახელფასო განაკვეთი: გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურების მოლოდინი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე https://www.libertybank.ge/ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.