ანალიტიკოსი

11 ივლისი - 25 ივლისი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, დამუშავება და ანალიზი;
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის და კრედიტუნარიანობის შეფასება; 
** კომპანიის საპროგნოზო ფინანსური მოდელის მომზადება არსებული მონაცემების საფუძველზე და ფინანსირების რელევანტური სტრუქტურირება;
** კომპანიის ფინანსური სტატუსის შეფასება, საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაცია მათი მიტიგაციის ან საპასუხო სტრატეგიის დაგეგმვის შესახებ; 
** საკრედიტო განაცხადის კომიტეტზე წარდგენა დასამტკიცებლად;
** საკრედიტო პორტფელის მართვა და მონიტორინგი;
** კლიენტის საკრედიტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა და კლიენტისთვის ფინანსური კონსულტაციების გაწევა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;
** ბანკში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

** ფინანსური უწყისების სრულყოფილი ცოდნა. ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარები;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.