ხარისხის მართვის მენეჯერი

18 მაისი - 18 ივნისი

შპს "მისო ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. 

მდებარეობა: ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკისა ან/და იურიდიული მიმართულებით (ბაკალავრი);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის ხარისხის პროცედურების და სტანდარტების განსაზღვრა და შემუშავება;
** მომხმარებელთა/მომწოდებელთა მოთხოვნების მონიტორინგი და მათი უზრუნველყოფა;
** მიმართული კომპანიის ხარჯის შემცირებაზე;
** მიმართული კომპანიის ეფექტურობის გაზრდის; 
** სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
** პროცედურებში ცვლილების შეტანა/გაუმჯობესება.

უნარები:

** სტატისტიკური ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** დაგეგმვის უნარი
** ინიციატიურობა
** სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.geარაუგვიანეს 2018 წლის 1 ივნისისა

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა: 

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).