მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი

04 აპრილი - 04 მაისი

გახდი "ლიდერ კრედიტის" გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.  

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი. ქ. მარნეული
სამუშაო გრაფიკი: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი - 24 საათი; ქ. მარნეული - დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** ძვირფასი ლითონების შეფასების სერტიფიკატი (სასურველია);
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი?
დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური?

გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია: http://www.leadercredit.ge  (დასაქმდი ჩვენთან)     

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო "ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო "ლიდერ კრედიტში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).