ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი, სტაჟირება - თბილისი, რეგიონები

18 მაისი - 18 ივნისი

გახდი "ლიდერ კრედიტის" გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: 

1. ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი 

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. მარნეული .
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა/სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) ბაზისური ცოდნა 
** სასურველია რუსული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა (მარნეულის კანდიდატებისთვის);

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება 
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 375-875 ლარი (დარიცხული) + ბონუსი

2. სტაჟირება/ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი 

ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
მდებარეობა: ქ.თბილისი, ქ. რუსთავი, ქ.მარნეული
პერიოდი - 3 თვე

** სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკაში შეისწავლით;
** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისთვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტისთვის წარდგენას;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკების წარმოებით, საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვას.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) ბაზისური ცოდნა 
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება 
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატიურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.geან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) არაუგვიანეს 2018 წლის ივნისისა

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. 

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა: 

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).