დამხმარე ხელოსანი

16 აპრილი - 16 მაისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ხელოსნის პოზიციაზე. 

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სივრცეების სამშენებლო/სარემონტო/შესაკეთებელ სამუშაოებში ჩართვა და სწრაფად მოგვარება;
** სანტექნიკის, ელექტროგაყვანილობის და ა.შ. გამართულობის უზრუნველყოფა;
** შიდა და გარე ინტერიერის სამღებრო სამუშაოების ჩატარება.

კომპეტენციები:

** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობა.

ანაზღაურება: 790 ლარი (ნეტო).
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, 09:30-18:30

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ხელოსანი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. 
გისურვებთ წარმატებას.