ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

26 დეკემბერი - 25 იანვარი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.

სამუშაოს მიზანი: კომპანიის ადმინისტრაციული გამართულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის მართვის და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** ადამიანური კაპიტალის მართვა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვა;
** ​ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** კომპანიის ინფრასტრუქტურის ტექნიკური მეურნეობის მართვა;
** მომსახურების ხარისხის მართვა.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
** მართვა;
** შედეგზე ორიენტირება;
** ურთიერთობების მართვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრაციის ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.