მზარეული

05 აპრილი - 05 მაისი

სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ედემი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
** პროდუქციის იერსახის, ვადების და მარაგის მუდმივი კონტროლი
** პროდუქტების რაციონალური გამოყენება, 
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შექმნა.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და მეგობრული

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** ზრდის და განვითარების ხელშეწყობას 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: HR@kvarelieden.ge და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.