მზარეულის დამხმარე

23 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

ჩვენთან ცხადდება ვაკანსია მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

გინდა გახდე "KREVETEBI.GE"- ს გუნდის წევრი? მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

აზიური სამზარეულოს, სწრაფი კვების ობიექტი "KREVETEBI.GE" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აზიური სამზარეულოს კერძების მომზადება;
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** მენიუში არსებული / შემავალი კერძების მომზადება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის კონტროლი სამზარეულოში;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** აზიური სამზარეულოს ცოდნა;
** უშუალოდ ზღვის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კულინარიის აკადემიის სერტიფიკატი (სასურველია)

სამუშაო გრაფიკი: თავდაპირველად, გამოსაცდელი პერიოდი (ხანგრძლივობა შეთანხმებისამებრ) (როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეების შესახებ, შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრებაზე)

ანაზღაურება: სამუშაო დატვირთვისა და გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr.krevetebi.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.