კონსულტანტი

23 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

ოპტიკური კომპანია "კენარი" დაარსდა 2004 წელს და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. იგი ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან; არის 40-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი. ამჟამად "კენარის" ქსელი მოიცავს 11 ოპტიკურ სალონს.

შპს "კენარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სასურველია კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: vacancy@kenari.ge

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კონსულტანტი".