აირშემდუღებელი

18 მაისი - 18 ივნისი

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის აირშემდუღებელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჟანგბადით ჭრის შედეგად შედუღების ნაკერისა და ზედაპირების მიმართ წაყენებული მოთხოვნების ცოდნა;
** შედუღების ნაკერების კონტროლის ძირითადი სახეობების ცოდნა;
** ფოლადის მარკის მიხედვით შედუღების წესის შერჩევის მეთოდების ცოდნა;
** შედუღებულ მილებში შიდა ძაბვის და დეფორმაციის წარმოშობის მიზეზების და მათი თავიდან აცილების ხერხების ცოდნა;
** სპეციალური განათლება (შემდუღებლის კურსები) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდუღებლის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარები;

ძირითადი მოვალეობები:

** საშუალო სირთულის დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების ხელით შედუღება;
** მილებისა და დამხშობების ჟანგბადით ჭრა;
** გამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთება;
** გამანაწილებელ ქსელზე არსებული გაჟონვის აღმოფხვრა
** დავალიანების მქონე აბონენტების ჩაჭრა-აღდგენა;
** დოკუმენტაციის სრულყოფილად და დადგენილი წესის შესაბამისად შევსება;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური უსაფრთხოების, ტექნიკის საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ მისამართზე vacancies@ktg-tbilisi.ge (ან მოიტანონ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს ცენტრალურ ოფისში - მისამართზე: მიცკევიჩის ქ. N18ა) 2018 წლის 18 ივნისამდე

გისურვებთ წარმატებებს!