სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი
"KPMG Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში. ჩვენი სტაჟირების პროგრამა საშუალებას გაძლევთ უშუალო მონაწილეობა მიიღოთ "KPMG Georgia"-ს იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმართულ სხვადასხვა სამუშაო პროცესებში. 

"KPMG Georgia" გთავაზობთ: 

** სასწავლო პროცესზე მორგებულ სამუშაო გარემოს
** წვდომას კომპანიის გლობალურ პრაქტიკისა და საგანმანათლებლო რესურსებზე 
** ჩართულობას კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევის პროცესში 
** შესაძლებლობას, დასაქმდეთ კომპანიაში სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.  

სამუშაო ადგილი:  თბილისი.

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

** სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან სამართლის ბაკალავრი
** ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://krb-jobs.brassring.com/1033/ASP/TG/cim_jobdetail.asp?partnerid=30008&siteid=5075&Areq=137776BR 

რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: general@kpmg.ge 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა:  28 სექტემბერი, 2018 წ.

კომპანიის შესახებ: 

"KPMG" წარმოადგენს პროფესიული ფირმების საერთაშორისო ქსელს, რომლებიც ეწევიან აუდიტორულ, იურიდიულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას. ჩვენს წევრ ფირმებში დასაქმებულია 200,000 ადამიანზე მეტი მსოფლიოს 154 ქვეყანაში.

"KPMG"-ს მიზანია თავისი კლიენტების, თანამშრომლებისა და მსოფლიოს ფინანსური ბაზრის საკეთილდღეოდ, პროფესიული ცოდნა აქციოს რეალურ ეკონომიკურ სარგებლად.