შვეიცარი/ბელბოი

11 აპრილი - 11 მაისი

სასტუმრო "KMM" აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის/ბელბოის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვდეს და დაეხმაროს სასტუმროს სტუმრებსა
** მიიტანოს სტუმრების ბარგი ოთახამდე
** უზრუნველყოს სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით შენახვა/ დაბინავება
** თავაზიანად უპასუხოს სტუმრების კითხვებს და დააკვალიანოს ისინი;
** გაუწიოს სტუმრებს სხვა რელევანტური ტიპის დახმარება

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: 

** სქესი - მამრობითი; 
** ასაკი: 18 - 30 წლამდე; 
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა; ქართული (მშობლიური), ინგლისური (ძალიან კარგად) და რუსული (ძალიან კარგად)
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევების ქონა
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების ქონა
** ტურიზმის, სასტუმრო  ბიზნესის  ზოგადი ცოდნა;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
** თავაზიანი, ყურადღებიანი, გაწონასწორებული და პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი N10
ანაზღაურება: 400 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

შვეიცარი: ყოველ მესამე დღეს 24 საათი

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("შვეიცარი/ბელბოი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით. 

სასტუმრო "KMM" გისურვებთ წარმატებებს!