ქოლ-ცენტრის ოპერატორი

22 მარტი - 22 აპრილი

შპს "ჯაბა კრედიტი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2010 წლიდან ფუნქციონირებს. "ჯაბა კრედიტი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ჯაბა კრედიტი " აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 

** გამავალი ზარების განხორციელება;
** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
** მომხმარებლის საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება;
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. 

სავალდებულო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, ტექნიკური სპეციალობები;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** რუსული/ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ; სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით მისამართზე: info@jabacredit.ge არა უგვიანეს 2018 წლის 15 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.