შპს "ჯაბა კრედიტი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2010 წლიდან ფუნქციონირებს. "ჯაბა კრედიტი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
შპს "ჯაბა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ოქროს მიღება/შეფასება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** გზავნილების გაგზავნა/განაღდება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელი კურსის სერთიფიკატი (სასურველია);
** სალაროს ოპერატორის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
** ანაზღაურებას მუშაობის შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს.
ანაზღაურება: 500 ლარიდან + ბონუსები.
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: HR@jabacredit.ge არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსი. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
09 აგვისტო -
09 სექტემბერი