საცალო გაყიდვების ჯგუფის კოორდინატორი

08 ივნისი - 08 ივლისი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ლაბში საცალო გაყიდვების ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე)
სამუშაო საათები: 09:30-18:30
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსები

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ: 

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო ან სადაზღვევო სფერო);
** გუნდის მართვის მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: 

** ლიდერობა და მიზანსწრაფულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** კოლეგიალურობა;
** ანალიზის უნარი.
** დროის მართვის უნარი.

ჩვენთან, გაყიდვების ჯგუფის კოორდინატორი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს: 

** ჯგუფის წევრების მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი თათბირების ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლის გუნდში ადაპტირების ხელშეწყობა;
** დაქვემდებარებულების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა და მიმდინარე შესრულებების მონიტორინგი;
** მონაცემთა ბაზების განვითარებაზე ზრუნვა, გაყიდვების არხებისა და მეთოდოლოგიების მუდმივი დახვეწა/განვითარება;
** კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
** ჯგუფის წევრების შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ჯგუფის ახალი და ძველი წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 23 ივნისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!