ოფისის მენეჯერი

03 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შემოსული/გასული წერილების რეგისტრაცია, ადრესატისთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** მძღოლების/კურიერების გამოძახება და მათი საჭირო მიმართულებით გაგზავნა;
** კომპანიის, დირექტორების სტუმრების მიღება, დახვედრის ორგანიზება;
** კომპანიის, ადმინისტრაციული მიმართულების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დირექტორის/ების სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული, პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე meri.napetvaridze@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ოქტომბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!