კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

06 აპრილი - 05 მაისი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქრისებული ხელფასი + ბონუსები

რატომ ირაოს გაყიდვების გუნდი? - აქ:

** კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
** "ირაოს" პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
** განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალურობა საკადრისად ფასობს;
** ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** სასურველია კორპორატიულ გაყიდვებში ან/და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;

ასევე, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: 

** მიზანსწრაფულობა;
** ემოციების კონტროლის შესაძლებლობა; 
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობა;
** კოლეგიალურობა;
** ანალიზის უნარი.

ჩვენთან, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში, გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
** კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
** კომპანიის მიერ სარელიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 მაისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეტაპობრივი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ირაო" გისურვებთ წარმატებას!