დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო-ს" გაყიდვების ლაბი აცხადებს ახალი წევრების მიღებას.
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 15 წელია და გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანია. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი").
თუ შენ გინდა იყო მეგობრული გუნდის ნაწილი, სადაც არის:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და სამუშაო გარემო;
** ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც არის:
** მიზანდასახული, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს წარმატებული კარიერა;
** გამბედავი, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისათვის;
** კომუნიკაბელური, ვისაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
რა უნდა გააკეთო ჩვენს გუნდში?
** საფუძვლიანად შეისწავლო სადაზღვევო პროდუქტები;
** მოიძიო ახალი კლიენტები და შეინარჩუნო მათთან თანამშრომლობა;
** იზრუნო გეგმის შესრულებაზე, ვინაიდან ანაზღაურების ზრდა სრულად შენს შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
ჩვენთვის ყველაზე მთავარი მიზანია, ვიყოთ სანდო და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი!
როგორ მოხვდეთ ჩვენს გუნდში? - გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: sopo.ramishvili@irao.ge
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვების სპეციალისტი
26 დეკემბერი -
25 იანვარი