ფილიალის უფროსი

09 დეკემბერი - 22 დეკემბერი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას მარნეულის ფილიალის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა და მიმდინარე შესრულებების მონიტორინგი;
** მონაცემთა ბაზების განვითარებაზე ზრუნვა, გაყიდვების არხებისა და მეთოდოლოგიების მუდმივი განვითარება;
** ფილიალში მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მისი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესებისა და პროდუქტების პერიოდული შესწავლა და ანალიზი;
** თანამშრომლებისათვის ახალ პროდუქტებზე გაცნობითი ხასიათის ტრენინგების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კოლეგიალურობა;
** ინიციატიურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე sopo.ramishvili@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 დეკემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!