ადმინისტრაციული მენეჯერი

12 დეკემბერი - 22 დეკემბერი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ფილიალის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შემოსული/გასული წერილების რეგისტრაცია, ადრესატისთვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** მძღოლების/კურიერების გამოძახება და მათი საჭირო მიმართულებით გაგზავნა;
** შემოსული სამედიცინო დოკუმენტაციის პროგრამული ასახვა;
** ხელშეკრულებების მომზადება და დარეგისტრირება;
** შემოსული კლიენტების დახვედრა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** ფილიალის მმართველის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების - MS Office-ის ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული, პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: sopo.ramishvili@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 დეკემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!