საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი

17 აპრილი - 30 აპრილი

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება.
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ.
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება. 
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება. 
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება 
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა 
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bukhrashvili@igg.ge