იურისტი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

კომპანია "IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 

ფუნქცია-მოვალეობები: 

** ხელშეკრულებებისა და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში კომპანიის ინტერესების წარმოდგენა;
** კომპანიის წარმომადგენლობა დაზღვევის სხვადასხვა საზედამხედველო სამსახურებში;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** სამეწარმეო ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** სასამართლოში წარმომადგენლობა;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
** კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და სათანადო რეესტრის წარმოება;
** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა სახის მითითებებისა და დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო ან სამოქალაქო, ადმინისტრაციული სპეციალიზაციით)
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსულ ენების ფლობა, როგორც საკომუნიკაციო, ასევე დოკუმენტებთან მუშაობისთვის.

პიროვნული უნარები: 

** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა : info@igg.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: info@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (იურისტი). 

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.09.18.