ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

22 მაისი - 22 ივნისი

სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები აპლიკანტთან:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის ბაზარზე ორგანიზაციისთვის საჭირო პროფესიის, სპეციალობის და კვალიფიკაციის პერსონალის მოძიება და შერჩევა.
** კადრების მოთხოვნილების განსაზღვრა და კანდიდატურების შერჩევა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
** აქტიური ვაკანსიის დროული გამოცხადება.
** ადამიანური რესურსების პროგრამაში თანამშრომლების და ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება;
** თანამშრომლის მიღების, გადაყვანის, გათავისუფლების გაფორმება შრომითი კანონმდებლობის, ორგანიზაციაში შემუშავებული ინსტრუქციების, ბრძანებების შესაბამისად.
** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოების კოორდინირება.
** თანამშრომლების პირადი მონაცემების მიწოდება შესაბამის ბანკში და აღნიშნული პირების ოპერატიული უზრუნველყოფა სახელფასო ბარათებით.
** ახალი თანამშრომლებისთვის ორგანიზაციის სტრუქტურის, შინაგანაწესის, დამატებითი პროცედურების გაცნობა.
** სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად პერსპექტიული კადრების გამოვლენა, საკადრო რეზერვების ფორმირებისა და მომზადების სამუშაოების ჩატარება.
** თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების, სამუშაო პირობების გაუმჯობესების, ანაზღაურების სისტემის და მატერიალური სტიმულირების რაციონალიზაციის შესახებ წინადადებების წარდგენა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან.
** ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და სამსახურების ხელმძღვანელებისთვის კონსულტაციის გაწევა პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებში.
** პერსონალის მუშაობის (ორგანიზაციის იურისტთან ერთად) შრომითი კანონმდებლობის ნორმების დაცვის კონტროლი.
** კომპანიის თანამშრომელთა სასწავლო პროცესების ორგანიზება, კოორდინირება (ტრენინგების მომზადება, მოდულების შემუშავება/ჩატარება).

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა აკმაყოფილებს ვაკანსიების მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hralpha@alpha.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.