სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსი

20 მარტი - 20 აპრილი

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო შემთხვევების მართვა პედიატრიის მიმართულებით;
** დაზღვეული პაციენტების ზარალების განხილვა, მათი რეგულირება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
** პროვაიდერი კლინიკებისგან მიღებული შესრულებული სამუშაოს ანალიზი;
** დაზღვეულისთვის ასანაზღაურებელი თანხის საფუძვლიანობის განსაზღვრა;
** დამუშავებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისათვის. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება პედიატრიის განხრით (რეზიდენტურასთან/მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი);
** მსგავს სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2018 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.