რუსული ენის თარჯიმანი

17 აგვისტო - 18 სექტემბერი

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას რუსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ენების ცოდნა: 

** ქართული - ძალიან კარგად
** რუსული - ძალიან კარგად / როგორც საუბარი, ასევე წერა და ბეჭდვა 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამისი ენის თარჯიმნად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** სოც.ქსელებითა და ელ.ფოსტით კომუნიკაციის უნარი

მოვალეობები:

** დამსაქმებლის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა და მიწოდება დამსაქმებლისათვის მის მიერ განსაზღვრულ ვადაში
** მიწოდებული მასალის თარგმნა ორიგინალურ ტექსტში არსებული შინაარსობრივი კონტექსტის დაკარგვის გარეშე
** ნათარგმნის სტილისტური და გრამატიკული გამართვა
** სინქრონული თარგმნა

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.