მზარეული/შეფ-მზარეული - სტეფანწმინდა

14 თებერვალი - 14 მარტი

სტეფანწმინდის ცენტრში ახალგახსნილი 20 ნომრიანი სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის/შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება და გაწყობა მენიუს სპეციფიკის მიხედვით;
** შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფა;
** შეფ-მზარეულის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
** რეცეპტურისა და კალკულაციის დაცვა კერძის მომზადების დროს;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** დავალებების სწორად განაწილება და კოორდინაცია;
** სტანდარტული, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენაში მონაწილეობა;
** ოპტიმალური ხარისხის მიღწევის კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა;
** პროდუქტის სწორად შენახვის კონტროლი;
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები: 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ კულინარიული განათლების მქონე მზარეულებს;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ზედმიწევნით ორგანიზებული და დისციპლინირებული;
** დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით
გრაფიკი: ცვლაში შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!