მიმტანი - სტეფანწმინდა

14 თებერვალი - 14 მარტი

"სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** დეტალებისადმი ყურადღება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება
** სტუმრებისთვის დღის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება)
** დილის ბუფეტის მომსახურება
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სასიამოვნო მოწესრიგებული ვიზუალი;

ანაზღაურება საათობრივი.
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი
ორჯერადი კვება, საცხოვრებელი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.