გაყიდვების მენეჯერი - სტეფანწმინდა

14 თებერვალი - 14 მარტი

"სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** ტურისტულ სააგენტოებთან, სხვადასხვა კომპანიებთან, კომუნიკაციისა და ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარება.
** სისტემატურად და რეგულარულად განახორციელოს გაყიდვების ვიზიტები და სატელეფონო ზარები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან .
** შეისწავლოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში არსებული ტენდენციები, კონკურენტები.
** გამოხატოს ინიციატივა და მონაწილეობა მიიღოს ახალი პროდუქტების და მომსახურებების შემუშავებაში ბაზრისა და მომხმარებლების საჭიროების ანალიზის საფუძველზე.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასტუმროს ბიზნესში გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** მოტივირებული

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით
გრაფიკი: ცვლაში შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი

კვება, საცხოვრებელი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.