ბელბოი

25 აპრილი - 25 მაისი

სასტუმრო "Green Panorama" აცხადებს ბელბოის ვაკანსიას.

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაო პირობები: ყოველ მესამე დღეს 24 საათი: 10:00-დან მეორე დღის 10:00-მდე.
სასტუმრო საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კვებას სამუშაო ცვლის განმავლობაში.
ხელფასი: 300 ლარი (ცვლა - 30 ლარი).

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და დახმარება ბარგის გადაზიდვაში;
** სტუმრისათვის სხვა რელევანტური ტიპის დახმარებების გაწევა;
** ადმინისტრატორის დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. დამატებით, სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** მამაკაცი, 18-დან 25 წლამდე
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, გულწრფელი ღიმილით.

გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: manager@green-panorama.ge