ტვირთმცლელის მძღოლი

23 აპრილი - 23 მაისი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ტვირთმცლელის მძღოლის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტვირთმცლელის მძღოლად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** S კატეგორიის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა
** სპეციალური ავტოსატრანსპორტით საშუალებით ტვირთის გადატანა
** ტვირთის დაცლაში მონაწილეობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ტვირთმცლელის მძღოლი ბათუმში).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22 მაისი, 2019 წ. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!