პროცესების მართვის მენეჯერი

13 ივნისი - 13 ივლისი

შპს "მედალფა" ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ეფექტური გამოყენების პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 
** პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ორგანიზატორული უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** კლინიკების აპარატურის სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება;
** პერსონალის აპარატურის ფუნქციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ცოდნის დონის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სწავლების/ტრენინგების დაგეგმვა, ჩატარება;
** პერსონალის მიერ აპარატურის ფუნქციური შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენების მონიტორინგი;
** აპარატურის შესაძლებლობების შესახებ სიახლეების მოძიება და პერსონალისთვის გაცნობა;
** ვებ-გვერდის და სოციალური მედიის სამსახურის, სამედიცინო მარკეტინგის სამსახურისა და თანამშრომლების ინფორმირება კლინიკაში შემოსული ახალი აპარატურის ან მასთან დაკავშირებული რაიმე სიახლის შესახებ;
** ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ-დან 17 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. "მედალფა" (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28/06/2019წ

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.