კლინიკური დირექტორი

13 ივნისი - 28 ივნისი

შპს "მედალფა" ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური დირექტორის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია, მოთხოვნები: 

** უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
** კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** სამედიცინო სფეროში არსებული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: 

თანამშრომელთა ზედამხედველობის, კონტროლის, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკების ფუნქციონირების საერთო ზედამხედველობა;
** სამედიცინო სფეროში კლინიკების საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი;
** მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულების კონტროლი. 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ-დან 17 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. "მედალფა" http://www.medalpha.ge/ (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28/06/2019წ

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.