წარმოების ოპერატორი

19 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
** მკაცრად გააკონტროლოს ამ ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მთავარ ბუღალტერს;
** მკაცრად გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებსა და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არსებული მონაცემების სრული შესაბამისობა მიმღების მიერ წარმოდგენილ და მის მიერ ასახულ ინფორმაციასთან და დოკუმენტალურად ხელწერით დაადასტუროს იგი;
** მიღებული საქონლის ცნობარებში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობოს ბუღალტერს;
** ჩართული იყოს უშუალოდ წარმოების პროცესების სპეციფიკაში, რათა ეს ჩართულობა გამოიყენოს ფინანსური ინფორმაციის სწორად დამუშავებაში, კერძოდ მზა პროდუქციის/ნახევარფაბრიკატების პროგრამულად ასახვის პროცესებში;
** დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!