მზარეული

19 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე :

** ცხელი კულინარიის მზარეული;
** ცივი კულინარიის მზარეული;
** ნახევარ-ფაბრიკატების მზარეული;

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის დამუშავება;
** არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/განთავსება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კერძების შემადგენლობისა და კალკულაციების კუთხით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
** პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული და მსოფლიო სამზარეულოს ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ. 64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!